Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკარას ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში?

რას ვყიდულობთ და ვყიდით რუსეთში?

2023 წლის იანვარ-თბერვალის მონაცემებით რუსეთი, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ამ პერიოდში რუსეთთან საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ $467.1 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 16%-ია.
ამ პერიოდში რუსეთში ექსპორტმა $128 მლნ, ხოლო იმპორტმა $339 მლნ (86.3% -ით გაიზარდა) შეადგინა.
გთავაზობთ იანვარ-თებერვლის TOP 3 ექსპორტ/იმპორტირებულ პროდუქციას:

რუსეთში გავყიდეთ:

1) ფეროშენადნობები – $45.3 მლნ-ს 36.2 ათასი ტონა.
2) ყურძნის ნატურალური ღვინოები – $23.9 მლნ-ს 8.6 მლნ ლიტრი.
3) მსუბუქი ავტომობილები – $13.5 მლნ-ს 978 ერთეული.
რუსეთიდან ვიყიდეთ:

1) ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $108.6 მლნ-ს 149.2 ათასი ტონა.
2) ნავთობის აირები – $68.4 მლნ-ს 264.7 ათასი ტონა.
3) ხორბალი და მესელინი – $10.1 მლნ-ს 32 ათასი ტონა.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები