Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებარატომ მოსწონს ზოგ ადამიანს ბენზინის სუნი?

რატომ მოსწონს ზოგ ადამიანს ბენზინის სუნი?

ბენზინის სუნი სიამოვნებას განიჭებთ? დამშვიდდით, მსოფლიოში კიდევ უამრავი ადამიანია, ვისაც ბენზინის სუნი მოსწონს და მეცნიერებმა ამის მიზეზი აღმოაჩინეს.

ბენზინი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიში ქიმიური ნაერთია, მაგრამ რატომღაც ისეთ ადამიანებსაც იზიდავს, ვინც ტოქსიკომანიისგან შორსაა. ბენზინს დამახასიათებელ სუნს ქიმიური ნაერთი – ბენზოლი აძლევს, რომელზედაც დამოკიდებულია საწვავის ეფექტურობა.

მე-19 საუკუნეში პარფიუმერები ბენზინს არომატების გასაძლიერებლად და დასაფიქსირებლად იყენებდნენ. მე-20 საუკუნეში გაირკვა, რომ ბენზინს კანცეროგენული თვისებები აქვს და მისი სუნამოებსა და ლოსიონებში გამოყენება შეწყდა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ თუმცა, ბენზინის სუნის მიმზიდველობის საიდუმლო ქიმიურ ფორმულებში კი არა, ჩვენს თავში იმალება.

როგორც ირკვევა, საწვავის სუნის სიყვარული ბავშვობის მოგონებებს და ნოსტალგიას უკავშირდება.
ისევე, როგორც ფიჭვის წიწვების სუნმა შეიძლება ბავშვობა და მანგლისში გატარებული დღეები გაგვახსენოს, ვაშლის ღვეზელმა ბებიას სამზარეულო და ა.შ., ბენზინის სუნის ტვინზე ზემოქმედებას ფსიქოლოგები ფრანგი მწერლის მარსელ პრუსტის პატივსაცემად პრუსტის ფენომენს უწოდებენ. ერთხელ მან დაწერა, რომ ჩაისა და ორცხობილების სუნი ბავშვობაში აბრუნებს.

თურმე, ტვინის ის ნაწილი, რომელიც სუნის აღქმაზეა პასუხისმგებელი, პირდაპირ კავშირშია ტვინის იმ ნაწილთან, რომელიც ემოციებს ქმნის. გარდა ამისა, ის ურთიერთმოქმედებს ჰიპოკამპთან, რომელიც მოგონებებს აყალიბებს.

შესაბამისად, ბევრი ჩვენგანისთვის ბენზინი ბავშვობაში მშობლებთან ერთად მანქანით მგზავრობასთან ასოცირდება. ყნოსვის ორგანო ბენზოლის სუნის აღქმისას მეზოლიმბურ სისტემას დოფამინის გამოყოფას აიძულებს. თავის მხრივ, ნივთიერება, რომელსაც ბედნიერების ჰორმონს უწოდებენ, ჩვენს ტვინს ისევ ბენზინის სუნს სთხოვს.

სწორედ ასე ყალიბდება მავნე ნივთიერებაზე დამოკიდებულება. მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ბენზინის ჩასუნთქვა საზიანოა არა მხოლოდ შინაგანი ორგანოებისთვის, არამედ ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობისთვისაც.

წყარო: Funtime.ge – გასართობი გვერდი – მხოლოდ პოზიტივი!

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები