ინფლაციის შემცირების მიუხედავად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების თარიღის დასახელება სებ–ს უჭირს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ოთხშაბათის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად,რეფინანსირების განაკვეთი 11%–ზე დარჩა.
როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ოთხშაბათს განაცხადა, ადგილობრივი ინფლაცია საქართველოში მაღალ ნიშნულზე რჩება, რასაც რამდენიმე ფაქტორი აპროვოცირებს.
მისი თქმით, ეკონომიკის ზრდას პროდცქტიულობის ზრდა არ მიჰყვება, რაც ადგილობრივი წარმოების ფასებს აძვირებს. მესტვირიშვილის თქმით, როგორც კი პროდუქტიულობა ზრდას დაიწყებს, იმ მომენტიდან გახდება შესაძლებელი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილება. ინფლაციაზე წნეხის გავლენა აქვს ასევე ხელფასების ზრდას, აღნიშნა მესტვირიშვილმა. სებ–ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ეგზოგენური ფაქტორები დღეისათვის განეიტრალებულია.