Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებარესპუბლიკის მოედანზე ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

რესპუბლიკის მოედანზე ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით, რესპუბლიკის მოედანზე სოლიდარობის აქცია გაიმართება. სოლიდარობის აქციას მედია გამართავს და ეს არ იქნება პოლიტიკოსების აქცია.

„ მედია სოლიდარობის აქციას ზეგ მართავს და შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ. დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, გვექნება მსვლელობა პარლამენტამდე. გაგვიხარდება რაც უფრო მეტი ადამიანი გამოუცხადებს სოლიდარობას ნიკა გვარამიას და მედიას. ეს არის მედიის აქცია და არა პოლიტიკოსების მიერ დაგეგმილი აქცია“. – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები