უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 93 390 ჯარისკაცი დაკარგა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 2937
ჯავშანტექნიკა – 5912
საარტილერიო სისტემა – 1926
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 395
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 211
თვითმფრინავი – 281
ვერტმფრენი – 264
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1603
ფრთოსანი რაკეტა – 592
გემი/ნავი – 16
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 4531
სპეცტექნიკა – 164
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.