Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარისპორტი„აიაქსის“ კაპიტანმა ფეხი უხეშად ჩაარტყა - როგორ შეფასდა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა

„აიაქსის“ კაპიტანმა ფეხი უხეშად ჩაარტყა – როგორ შეფასდა ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე , “აიაქსთან” შეხედრაში დაშავდა და გოლის შემდეგ შეცვლა მოითხოვა. თუმცა დაზიანება სერიოზული არ არის და შემდეგი თამაშებისთვის გუნდთან ერთად მოემზადება.

ორთაბრძოლისას „აიაქსის“ კაპიტანმა დუშან ტადიჩმა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ფეხი უხეშად ჩაარტყა, ხვიჩას გოლის აღნიშვნის დროსაც ტკივილი ეტყობოდა და გატანისთანავე შეცვლა მოითხოვა.

მატჩის შემდეგ პირველი სავარაუდო დიაგნოზი calcionapoli 24-მა გამოაქვეყნა, რომ ეჭვი სერიოზულ ტრავმაზე იყო – პირველივე ვარაუდით, ქართველ თავდამსხმელს ტერფი ჰქონდა დაზიანებული. მაგრამ leadersport-ს ოჯახში განუცხადეს, რომ ხვიჩას ფეხზე არაფერი უჭირს, კარგად გრძნობს თავს და საშიში არაფერია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები