Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკართულია პროგნოზის გაკეთება, საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას - ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის კანდიდატობაზე

რთულია პროგნოზის გაკეთება, საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას – ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის კანდიდატობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილი პარლამენტის წინაშე წარსდგა და თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკურად გადაწყდება, რომელსაც “პარტნიორები კონსენსუსის პრინციპით მიიღებენ”. 

დარჩიაშვილის აზრით, ამ ვითარებაში პროგნოზის გაკეთება ძნელია, მიანიჭებენ თუ არა საქართველოს ამ სტატუსს. 

რთულია კონკრეტული პროგნოზების გაკეთება, მაშინ, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთხმად მხარდაჭერა სჭირდება. 

თითქმის ყველა ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს კოლეგებთან რაც მე მქონდა და რაც გავმართე ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ყველგან არის ოპტიმიზმი, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, ჩვენი პარტნიორები ხედავენ ევროპულ ოჯახში საქართველოს, ამდენად, ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილებების ფორმატში, რომელიც გაიმართება. გენერალური გადაწყვეტილება როცა იქნება, იქ ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზები და ჩემი მხრიდან ალბათ, არასწორი იქნება კონკრეტული პოზიციონირება გავაკეთო ამ საკითხზე.

მაგრამ მინდა დაგიდასდტუროთ, რომ ნამდვილად პოზიტიური განწყობებია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, თუმცა, გარემო ძალიან რთულია, გართულებულია ზოგადად ევროპული პერსპექტივიდან რეგიონალური უსაფრთხოება, ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი სხვა პრიზმიდან ჩანს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან და უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას. რაც მნიშვნელოვანია, მიმდინარეობს ჩვენს კითხვარზე შესაბამისი დოკუმენტის მომზადება, რომელიც ალბათ, მალე იქნება, ჩვენი მოლოდინი არის ასეთი, რომელიც შესაბამისად გადაეგზავნება საბჭოს და დადგება დრო, როცა ჩვენი პარტნიორები მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენთან მიმართებაში და არამარტო ჩვენთან, “ტრიოს” ფორმატში უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში” – თქვა ილია დარჩიაშვილმა. 

პრობლემური საკითხების ჩამონათვალი 20-პუნქტიანია, მათ შორის 8 არის შემდეგი: 

  • შარლ მიშელის დოკუმენტიდან გასვლა; 
  • ხარვეზები პირველ და მეორე ტურში;
  • მოსამართლეების დანიშვნის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები შესაძლო დარღვევები;
  • მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევები; 
  • ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დევნა;
  • 5 ივლისის მოვლენები და მათზე არასათანადო რეაგირება;
  • პროკურორის არჩევითობა; 
  • დიპლომატების ფარული მიყურადება. 

მთავრობამ მხოლოდ კითხვარები გაასაჯაროვა. უცნობია, როგორ შეავსო კითხვარი საქართველოს ხელისუფლებამ. 

კითხვარი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ ქვეყნის შეფასების პროცესში გამოიყენება. კანდიდატობის მსურველ ქვეყანას, შესაძლოა, ათასობით კითხვა გაეგზავნოს, რომელიც კომპლექსურ პასუხებს მოითხოვს. კითხვები შეეხება ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ მდგომარეობას, რეფორმებს, განათლებას, კულტურას, სოფლის მეურნეობას და კიდევ სხვა უამრავ სფეროს.

კითხვარის ჩაბარების შემდეგ ევროკომისია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოსაზრებას შეიმუშავებს, რომელსაც ევროპულ საბჭოს გადაუგზავნის. კითხვარი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები