21 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 107 ათასი ტონა ყურძენი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან, 51 ათას ტონამდე რქაწითელი, 52 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
“მოსავალი საწარმოებს 10 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 111 მილიონ ლარს აღწევს. ამასთან ერთად, გრძელდება კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. სახელმწიფო ღვინის საწარმო შპს “მოსავლის მართვის კომპანიის”; მიერ გადამუშავებულია 16,6 ათასი ტონა დაზიანებული ყურძენი.
რთვლის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 400-მდე ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართული იყო უკვე 220 კომპანია.
რთველი აქტიურია კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა საგარეჯოსი, რომელიც რთვლის პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება, ყურძნის საჭირო კონდიციაში შესვლისთანავე”, – ნათქვამია განცხადებაში.
რთველი 2023-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24 აგვისტოს გაიხსნა.
ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთვლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა წელსაც ხორციელდება. კერძოდ, რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირება მოხდება, რაც 1 კგ-ზე 20 თეთრს შეადგენს