Friday, December 2, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიორუსების მიერ აზოვსტალის დაბომბვის გამო აზოვის ზღვას საფრთხე ემუქრება

რუსების მიერ აზოვსტალის დაბომბვის გამო აზოვის ზღვას საფრთხე ემუქრება

„აზოვსტალის“ დაბომბვამ შეიძლება ტექნიკური სტრუქტურა დააზიანოს, რომელიც ათიათასობით ტონა კონცენტრირებულ წყალბადის სულფიდის ხსნარს შეიცავს.

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, მისი გაჟონვა აზოვის ზღვის ფლორასა და ფაუნას გაანადგურებს.

გარდა ამისა, საშიში ნივთიერებები შეიძლება შავ და ხმელთაშუა ზღვაშიც გავრცელდეს.
აზოვსტალის დაბომბვამ შესაძლოა აზოვის ზღვის ფლორისა და ფაუნის განადგურება გამოიწვიოს და აზოვის ზღვაში ათობით ათასი ტონა კონცენტრირებული წყალბადის სულფიდის ხსნარის გაჟონვის საფრთხე შექმნას.

“არსებობს აზოვის ზღვის ცხოველების სრული გადაშენების საფრთხე. აზოვსტალის დაბომბვამ შეიძლება დააზიანოს ტექნიკური სტრუქტურა, რომელიც აკავებს ათიათასობით ტონა კონცენტრირებულ წყალბადის სულფიდის ხსნარს” – ნათქვამია მოხსენებაში.

კერძოდ, ამ სითხის გაჟონვა მთლიანად მოკლავს აზოვის ზღვის ფლორასა და ფაუნას.

გარდა ამისა, საშიში ნივთიერებები შეიძლება მოხვდეს შავ და ხმელთაშუა ზღვებში“ – ნათქვამია მოხსენებაში.

როგორც მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, დაწესებულებაში აუცილებელია საერთაშორისო ექსპერტებსა და გაეროს ქონდეს წვდომა, რათა შეისწავლონ სიტუაცია და მსოფლიო დონის ეკოლოგიური კატასტროფა თავიდან ავიცილოთ.

13 მაისს, მარიუპოლის მერის მრჩეველმა ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების საფრთხეზეც ისაუბრა. ქალაქში რაშისტების მოქმედებების გამო, ქოლერის ბაცილის ზღვაში მოხვედრის საფრთხეც არსებობს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები