Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთი შვედ დიპლომატებს აძევებს

რუსეთი შვედ დიპლომატებს აძევებს

რუსეთი ხუთ შვედ დიპლომატს აძევებს და აუქმებს პეტერბურგში შვედეთის გენერალური საკონსულოს საქმიანობაზე გაცემულ თანხმობას. ასევე სექტემბრიდან მუშაობას შეწყვეტს რუსეთის გენერალური საკონსულო გეტებურგში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამას უწოდა “პასუხი შვედეთის კონფრონტაციულ ქმედებებზე.” აპრილში შვედეთმა ხუთი რუსი დიპლომატი გააძევა, დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობისთვის. მაშინ ტელეკომპანია SVT-მ აღნიშნა, რომ გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შვედურ მედიაში ჩრდილოეთ ქვეყნებში რუსეთის დაზვერვის ოფიცრების შესახებ გამოძიება გამოქვეყნდა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპის ქვეყნებმა ათობით რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვი ამას ტრადიციულად „სარკისებური“ გადაწყვეტილებებით უპასუხებს.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები