Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთის დუმამ "სქესის შეცვლის პროპაგანდის" აკრძალა ოფიციალურად დაამტკიცა

რუსეთის დუმამ “სქესის შეცვლის პროპაგანდის” აკრძალა ოფიციალურად დაამტკიცა

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ცვლილება დაამტკიცა “სქესის შეცვლის პროპაგანდის” გამო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის ვებგვერდმა გაავრცელა.

ცვლილება სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ხინშტეინმა “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვის კანონპროექტი მეორე მოსმენით წარადგინა. დეპუტატმა ასევე დააინიცირა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება “ინფორმაციის გავრცელების ან საჯარო ქმედებების განხორციელებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული ცვლილების მიმზიდველობის შექმნას” ან “სქესის შეცვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც იწვევს ამ თემისადმი ინტერესს”.

ასეთი ქმედებებისთვის სასჯელის სახით 100 ათას რუბლამდე ადმინისტრაციული ჯარიმაა გათვალისწინებული და კომპანიებისთვის კი მილიონ რუბლამდე.

სახელმწიფო სათათბიროს იმავე სხდომაზე, საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია დეპუტატებს მეორე მოსმენით მიეღოთ კანონპროექტები, რომლებიც კრძალავს “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების” პროპაგანდას. ასეთი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის სახით 400 ათას რუბლამდე ჯარიმაა გათვალისწინებული ფიზიკური პირებისთვის და 5 მილიონამდე იურიდიული პირებისთვის.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები