Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოება„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში გზავნილების გადაზიდვას იწყებს

„რუსეთის ფოსტა“ საქართველოში გზავნილების გადაზიდვას იწყებს

რუსული მედიის ინფორმაციით, „რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირ საჰაერო გადაზიდვას იწყებს.

მათივე ინფორმაციით, კომპანია საქართველოში გზავნილების მიწოდების ვადის შემცირებას 2-3 დღით ელის. მოსკოვიდან თბილისში ტვირთის საჰაერო გზით გადაზიდვა „აზიმუტის“ თვითმფრინავებით განხორციელდება.

„რუსეთის ფოსტის” ტრანსპორტის მართვის დირექტორატის ხელმძღვანელის, გიორგი ბაუტინის განცხადებით, კავკასიის ქვეყნებთან გზავნილების პირდაპირი ავიარეისებით გადაზიდვა პერსპექტიული და მოთხოვნადი მიმართულებაა და ეს ეხება როგორც ბიზნეს, ასევე კერძო კლიენტებს.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები