Wednesday, September 27, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთმა ამერიკის პრეზიდენტსა და 963მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ამერიკის პრეზიდენტსა და 963მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთმა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს,სახელმწიფო მდივანს,ენტონი ბლინკელსა და 963მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.


რუსეთში მოგზაურობა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისა და სხვა ოფიციალურ პირებსაც აეკრძალათ.
უწყების ცნობით, სიაში მოხვედრილ ამერიკელებს რუსეთის ფედერაციაში შესვლა სამუდამოდ ეკრძალებათ.


სამინისტროს თქმით, ესაა რუსეთის მხრიდან პასუხი აშშ-ის „ანტირუსულ სანქციებზე“.


„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვაშინგტონის მიერ მიღებული მტრული ქმედებებს, რომლებიც აშშ-ს ბუმერანგივით უბრუნდება, სათანადო წინააღმდეგობა შეხვდება. რუსეთის მხრიდან საპასუხო სანქციები არის იძულებითი წესის და მიმართული იმისკენ, რომ ამერიკის მმართველ რეჟიმს, რომელიც ცდილობს ნეო-კოლონიალური „კანონებზე დაფუძნებული მსოფლიოს წესრიგი“ დანარჩენ სამყაროზეც გაავრცელოს, შეაცვლევინოს ქცევა ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით“ – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები