Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთმა კატეგორიულად უარყო კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე ბრალდებები

რუსეთმა კატეგორიულად უარყო კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე ბრალდებები

რუსეთი მტკიცედ უარყოფს ბრალდებებს კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„რუსეთის პრეზიდენტი იღებს ანგარიშებს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამსახურების ხაზით იმის შესახებ, თუ რა ხდება კახოვკის ჰესის ირგვლივ. ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ საუბარია უკრაინული მხარის წინასწარგანზრახულ დივერსიაზე“, თქვა კრემლის წარმომადგენელმა.

მანამდე კიევმა და მსოფლიო ლიდერებმა რუსეთს სამხედრო დანაშაულში და ეკოციდში დასდეს ბრალი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ რუსეთმა კაშხლის აფეთქებით უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისთვის ხელის შეშლა სცადა, თუმცა კორექტივები სამხედრო ოპერაციაში ვითარებიდან გამომდინარე შევა.

ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა კი სამშაბათს განაცხადა, რომ კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება, რომელმაც წყალსაცავიდან წყლის უკონტროლო დაღვრა და მდინარე დნეპრის კალაპოტთან არსებული დასახლებების დატბორვა გამოიწვია, სამხედრო დანაშაულია.

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება მკაფიოდ კვალიფიცირდება, როგორც სამხედრო დანაშაული“, – წერს მიშელი ტვიტერზე.

მიშელი დასძენს, რომ „შოკირებულია“ მომხდარის გამო და პირობას დებს, რომ „რუსეთი და მისი აგენტები“ ამის გამო პასუხს აგებენ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები