Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის დიდი დანაკარგი...

რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის დიდი დანაკარგი განიცადა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საშუალო და უმცროსი რანგის ოფიცრებს შორის დიდი დანაკარგი განიცადა. დაზვერვის ცნობით, უმცროს ოფიცრებს დაბალი დონის ტაქტიკური მოქმედებების წარმართვა უწევთ, რადგან არმია მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობას განიცდის.

“ახალგაზრდა თაობის პროფესიონალი ოფიცრების მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა, სავარაუდოდ, ამჟამინდელ პრობლემებს მართვისა და კონტროლის მიდგომის მოდერნიზებასთან დაკავშირებით გაამწვავებს”. – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

დაზვერვაში ასევე აღნიშნავენ, რომ ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც უკრაინაში რამდენიმე ქვედანაყოფისგან შედგება, სავარაუდოდ, უმცროსი ლიდერების დანაკლისის გამო, ნაკლებად ეფექტური იქნება.

“უკრაინაში რუს ჯარისკაცებს შორის ადგილობრივი ამბოხების შესახებ მრავალი სანდო ცნობების გათვალისწინებით, გამოცდილი და სანდო ოცეულის და ასეულის მეთაურების ნაკლებობა, სავარაუდოდ, სამხედროების მორალის დაქვეითებას და მათი დისციპლინის გაუარესებას გამოიწვევს”. – აღნიშნავენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები