Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთში “ისკანდერების” ქარხნის საამქრო აფეთქდა

რუსეთში “ისკანდერების” ქარხნის საამქრო აფეთქდა

უდმურტიის ქალაქ ვოტკინსკში, “ისკანდერების” მწარმოებელ ქარხანაში, აფეთქება მოხდა.  ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხებით ვრცელდება ინფორმაცია.

აფეთქება მოხდა საამაქროში, სადაც “ისკანდერის” კაფსულები ინახებოდა, რამაც ნგრევა კი გამოიწვია, მაგრამ არავინ დაზარალებულა, რადგან ამ დროს საამქროში არავინ იმყოფებოდა.

თუმცა, სხვა ვერსიით, საამქრო ქარხნის ყველაზე გასაიდუმლოებული ნაწილი იყო, იქ მყოფ თანამშრომლებს კი მობილური კავშირი და, საერთოდ, რაიმე სახის კავშირი გარესამყაროსთან ეკრძალებოდათ, ამიტომაც სავარაუდოდ, რომ ნგრევამ მსხვერპლიც გამოიწვია.

 

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები