2022 წლის თებერვლიდან აპრილამდე, რუსული მაღაზიებიდან საქონლის ქურდობის რაოდენობა 18% – ით გაიზარდა.
ექსპერტები ქურდობების რაოდენობის ზრდას მოქალაქეების მსყიდველუნარიანობის მკვეთრ კლებას და ფასების ზრდას უკავშირებენ.
“როსსტატის” მონაცემებით, აპრილში წლიური ინფლაცია 17.83% იყო. რუსეთის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2022 წლის ბოლოსთვის ინფლაციამ შესაძლოა 23% – ს მიაღწიოს.