რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში,სამხედრო ნაწილში აფეთქების შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, – ინფორმაცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.
“იქ არის სამხედრო ბაზა, რაღაც აფეთქდა. ერთი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – განაცხადა წყარომ TASS-თან საუბრისას.
ასევე, სხვა წყარო იუწყება რომ შემთხვევა დენთის აფეთქებამ გამოიწვია.
“წინასწარი მონაცემებით, დენთის აფეთქება უყურადღებობამ გამოიწვია. ზუსტი ვერსია გამოძიების მსვლელობისას დადგინდება”, – განაცხადა წყარომ.