Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკავებენ

რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს აკავებენ

რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქებში პოლიცია იმ აქტივისტებს აკავებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავს ერთკაციანი პიკეტებია და მდუმარე აქციებით აპროტესტებენ.

ხაბაროვსკში პოლიციელებმა დააკავეს აქტივისტი ნიკოლაი ზოდჩი, რომელთანაც, როგორც „სიბირ. რელიი“ იუწყება, პოლიციის განყოფილებაში „პროფილაქტიკური“ გასაუბრება გამართეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს.
მანამდე ზოდჩი პოლიციამ არაერთხელ დააკავა სამობილიზაციო ასაკის ცვლილების პროექტის საწინააღმდეგო, პოლიტიკოს ილია იაშინის მხარდამჭერი და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ჩატარებული პიკეტების გამო.

დღესვე პოლიციამ ვლადივოსტოკში დააკავა ადგილობრივი მკვიდრი, რომელიც ცენტრალურ მოედანზე ანტისაომარი პლაკატით მივიდა. OVD-Info-ს თანახმად, დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და გასაუბრების შემდეგ სამართალდარღვევის ოქმის გარეშე გაათავისუფლეს.

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრის დაწყებიდან ერთი წელი შესრულდა.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის, ხელისუფლებამ მიიღო კანონი არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციების გავრცელებისა და “დისკრედიტაციის” შესახებ, რაც სამართალდამცველებს აძლევს იმ მოქალაქეების დევნის უფლებას, რომლებიც საჯაროდ ეწინააღმდეგებიან უკრაინაში მიმდინარე ომს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები