Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსი ჯარისკაცი სამოქალაქო პირის მკვლელობისთვის გაასამართლეს

რუსი ჯარისკაცი სამოქალაქო პირის მკვლელობისთვის გაასამართლეს

21 წლის რუს ჯარისკაცს, ვადიმ შიშიმარინის უკრაინის პროკურატურამ, ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რუსი ჯარისკაცი სუმის ოლქში სამოქალაქო პირის მკვლელობისთვის გაასამართლეს

დაკავებულმა ჯარისკაცმა მოქალაქის მკვლელობა აღიარა, თუმცა სასამართლო პროცესზე გამოსვლისას თქვა, რომ ბრძანების მიხედვით მოქმედებდა და მოკლულის მეუღლისგან პატიება ითხოვა.

21 წლის ვადიმ შიშიმარინი პირველი რუსი სამხედროა, რომელსაც უკრაინაში ომის დანაშაულის გამო გააასამართლეს. შიშიმარინმა 28 თებერვალს 62 წლის შეუიარაღებელი მოქალაქე სუმის რეგიონის სოფელ ჩუპახივკაში მოკლა, მაშინ როცა ის ველოსიპედითმოძრაობდა და ტელეფონზე საუბრობდა.

შიშიმარინი 4 რუს სამხედროსთან ერთად უკრაინულ ძალებს გაურბოდა, როდესაც კერძო მანქანა გაიტაცეს და სოფელ ჩუპახივკაში გადაადგილდებოდნენ, როცა გზად 62 წლის უკრაინის მოქალაქე დაინახეს. 

ამბობს, რომ სროლა მას პრაპორშჩიკმა და მისთვის უცნობმა პირმა უბრძანეს, რომელიც მანქანაში მასთან ერთად იყვნენ. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები