Saturday, June 10, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიორუსი სპორტსმენები ტურნირებში მონაწილეობისთვის გერმანიაში შეიძლება არ შეუშვან

რუსი სპორტსმენები ტურნირებში მონაწილეობისთვის გერმანიაში შეიძლება არ შეუშვან

რუსი სპორტსმენები შეიძლება გერმანიაში არ შეუშვან საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა.

გერმანიის პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრმა თქვა, რომ გამოყენებულ იქნება შესაბამისი სავიზო რეგულაციები.

„ქვეყნები, რომლებშიც დიდი სპორტული ღონისძიებები ტარდება, არ არიან უძლური. მათ შეუძლიათ ვიზების დაწესების გზით გააკონტროლონ, შეძლებენ თუ არა რუსები მონაწილეობას“, – თქვა ფეზერმა.

რუს და ბელარუსელ ათლეტებს უმეტეს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა აეკრძალათ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრა განახორციელა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოთქვა წინადადება, კვლავ დაუშვან ისინი საერთაშორისო ტურნირებზე.

საამისოდ ერთ-ერთი პირობაა ის, რომ სპორტსმენები აქტიურად არ უნდა უჭერდნენ მხარს ომს და მათ კავშირი არ უნდა ჰქონდეთ არმიასთან და უშიშროების ძალებთან.

მძლეოსნობის ასოციაციასთან ერთად მსოფლიოს საცხენოსნო ფედერაციაც გამოვიდა მოწოდებით, შეჯიბრებებზე არ დაიშვან სპორტსმენები რუსეთიდან და ბელარუსიდან. მეორე მხრივ, ტანვარჯიშის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა, იაპონელმა მორინარი ვატანაბემ მხარი დაუჭირა შეჯიბრებებზე მათ ხელახლა დაშვებას და ამის თაობაზე გადაწყვეტილება შარშან მაისში გამოაცხადა.

რუსი და ბელარუსელი სპორტსმენების ხელახლა დაშვებას მხარს უჭერს ჭიდაობის მსოფლიო ასოციაციაც.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები