საფრანგეთში მცხოვრებმა რუსმა მომღერალმა, ზემფირამ უკრაინაში მიმდინარე ომს კომპოზიცია მიუძღვნა სახელწოდებით „ხორცი“.
კომპოზიციის ვიდეოკლიპში წარმოდგენილია ომის თემატიკის სურათები, რომლებიც რუს მსახიობსა და რეჟისორ, რენატა ლიტვინოვას მიერაა შექმნილი. ზემფირას ვიდეოკლიპის რეჟისურა სწორედ მას ეკუთვნის.
აღნიშნული კომპოზიციის ვიდეოკლიპი წარწერით „არ შეიძლება ერთმანეთის ხოცვა“, რენატა ლიტვინოვამ „ტელეგრამში“ გაავრცელა.
გამოქვეყნებული ვიდეოკლიპი, უკრაინისადმი მხარდაჭერის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 24 თებერვალს მან პოსტი გამოაქვეყნა წარწერით „არა ომს“. ასევე მან მოსკოვში გამართულ კონცერტზე მომღერალმა სიმღერა შეასრულა, სახელწოდებით „არ ისროლოთ“.