Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიო"რუსული ძალების ხარკოვის ოლქიდან გაყვანა აღიარებაა იმის, რომ მათ უკრაინის ქალაქების აღება...

“რუსული ძალების ხარკოვის ოლქიდან გაყვანა აღიარებაა იმის, რომ მათ უკრაინის ქალაქების აღება არ შეუძლიათ” – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთს სამხედრო ქვედანაყოფები ხარკოვის ოლქიდან რეორგანიზაციისა და მძიმე დანაკარგების შემდეგ თავისი ძალების შესავსებად გამოჰყავს. აღნიშნულის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყება თავის ყოველდღიურ დაზვერვის ინფორმაციაში საუბრობს.

„უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას ხარკოვის ჩრდილოეთით, დაიბრუნეს რა რამდენიმე ქალაქი და სოფელი რუსეთის საზღვრის მიმართულებით. იმ ფაქტმა, რომ რუსეთის ფედერაციამ პრიორიტეტი დონბასს მიანიჭა, ხერკოვის ოლქში დისლოცირებული ქვედანაყოფები უკრაინის მობილური და მაღალი მოტივაციის მქონე კონტრშეტევითი ჯგუფების წინაშე მოწყვლადი გახადა. რუსული ძალების გაყვანა ხარკოვის ოლქიდან მდუმარე აღიარებაა იმის, რომ მათ უკრაინის საკვანძო ქალაქების აღება არ შეუძლიათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები