Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკასაბაჟო დეპარტამენტის ქართული ხილისა და თხილის ექსპორტისთვის 3 906 წარმოშობის სერტიფიკატი...

საბაჟო დეპარტამენტის ქართული ხილისა და თხილის ექსპორტისთვის 3 906 წარმოშობის სერტიფიკატი გაიცა

საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სხვადასხვა სახის ქართული ხილისა და თხილის (საერთო წონით 66 547 ტონა) ექსპორტზე გატანის მიზნით, ექსპორტიორი კომპანიებისთვის 3 906 წარმოშობის სერტიფიკატია (CT1; EUR.1 არაპრეფერენციული) გაცემული.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეწლიდან, ფუნქციონირებს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის (CT-1) გაცემის განახლებული ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც სერტიფიკატების გაცემის პროცესი კიდევ უფრო მოქნილია, როგორც ექსპორტიორი კომპანიებისთვის, ასევე, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის.

აღნიშნული პროგრამით, დაინტერესებული კომპანიები, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის გვერდიდან – www.rs.ge ელექტრონულ განაცხადს არეგისტრირებენ და თავადვე ავსებენ წარმოშობის სერტიფიკატის ფორმას.

ახალ პროგრამაში ინტეგრირებულია სასურველი ფაილების კოპირების ფუნქცია, ასევე საქონლის მონაცემების Excel-ის ფორმატში ატვირთვის შესაძლებლობა და სხვა სასურველი პროცედურები, რაც გადამხდელებს განაცხადის შევსების პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები