დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოპერირებდა 18 სადაზღვევო კომპანია. ამ პერიოდში კომპანიების ჯამურმა მოზიდულმა პრემიამ 909.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17.7%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021: 772.7 მლნ ₾).
ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 210,3 მლნ ლარი, წმინდა მოგებამ კი 39,2 მლნ ლარი.
სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამურმა მოცულობამ 1.1 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალმა 343,2 მლნ ლარი.
2022 წელს სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა, მთლიანი სადაზღვეო ბაზრის 59.5%-ს იკავებენ.
სამედიცინო დაზღვევაში მოზიდულმა პრემიამ 375.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 22.9%-ით მეტია 2021 წელზე (2021: 305.5მლნ ₾).
რაც შეეხება სიდიდით მეორე, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას, გასულ წელს მოზიდული პრემია 15.2%-ით 166 მლნ ლარამდე გაიზარდა (2021: 143.2 მლნ ₾).
სადაზღვეო სექტორში მოზიდული პრემიით მესამე ადგილი ქონების დაზღვევამ დაიკავა. აღნიშნულ მიმართულებაში გასულ წელს მოზიდული პრემია როგორც 2021 წელს ისე 2022 წელს 118.5 მლნ ლარია.
ცხ1
გასულ წელს სადაზღვეო კომპანიებმა ჯამში 495.1 მლნ ლარის სადაზღვეო ზარალი აანაზღაურეს.
ანაზღაურებული ზარალით პირველ ადგილზეა ჯიპიაი 111 მლნ ლარით (+13.3% Y.Y). ჯიპიაის ანაზღაურებული ზარალი, მთლიანი ანაზღაურებული სადაზღვეო ზარალის 22.4%-ია.