Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკასაერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ დონეს ვერ დაუბრინდა

საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ დონეს ვერ დაუბრინდა

  გაეროს მსოფლიოს ტურისტული ორგანზაიცია UNWTO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წელს მსოფლიოში 900 მილიონზე მეტი ტურისტული მგზავრობა დაფიქსირდა, რაც ორჯერ ნაკლებია 2019 წლის, პანდემიამდელ დონეზე.

მათივე ცნობით, პანდემიამდელ 2019 წლის დონემდე 2022 წელს ტურიზმი მხოლოდ 63% აღდგა. ამასთან, სხვადასხვა რეგიონებში აღდგენის პროცესი სხვადახვა ტემპით მიმდინარეობს.„ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება ახლო აღმოსავლეთში – აქ საერთაშორისო ტურიზმი 2019-თან შედარებით აღდგენილია 83%-ით. ეს განპირობებულია როგორც EXPO-ს გამართვით, ასევე კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვით. მეორე ადგილზეა ევროპა, სადაც მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. აფრიკასა და ამერიკაში აღდგენის მაჩვენებელია 65%. აზია-წყნარი-ოკეანის რეგიონში კი მხოლოდ 23%“ – აღნიშნავს UNWTO.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, ბევრი იქნება დამოკიდებული ჩინელი ტურისტების მოგზაურობის აღდგენასთან, ვინაიდან ჩინეთში 2020 წლამდე იყო უდიდესი ბაზარი მსოფლიოში გასვლითი ტურიზმის კუთხით. კერძოდ, მათი დაბრუნება მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს მეზობელ აზიურ ქვეყნებზეც. ორგანიზაციის შეფასებით ცალკეულ მიმართულებებზე ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს: მაგალითად, თურქეთში – 40%-ით, რუმინეთში – 25%-ით, მექსიკაში და პორტუგალიაში 15% და 13%-ით.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები