Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოსაფრანგეთში საპენსიო რეფორმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

საფრანგეთში საპენსიო რეფორმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს

საფრანგეთში კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საპენსიო რეფორმა. მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს ემანუელ მაკრონისა და მისი მთავრობის გეგმა, რომლის მიხედვითაც, საფრანგეთში 2030 წლიდან პენსიაზე გასვლა მოქალაქეებს, 62-ის ნაცვლად, 64 წლიდან მოუწევთ.

ამჯერად აქცია პარიზში გაიმართა და მასში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების ცნობით, დემონსტრაციებში 150 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. პოლიცია კი ამტკიცებს, რომ მომიტინგეთა რიცხვი 12-14 ათასს არ აჭარბებდა.

ასევე, რეფორმის მიხედვით, საპენსიო ფონდში შენატანის გაკეთება მოქალაქეებს 43 წლიდან მოუწევთ. ხელისუფლების პროგნოზით, 2030 წლისთვის საფრანგეთის საპენსიო ფონდში 20 მილიარდი ევრო დაგროვდება.

პროფკავშირები და ოპოზიციური პარტიები მაკრონის ინიციატივას გაუმართლებელს უწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საპენსიო ასაკის გაზრდის ინიციატივის წინააღმდეგ საფრანგეთში გაფიცვები დაიწყო. დაიხურა ბევრი სკოლა, არ მოძრაობდა ტრანსპორტი, გაუქმდა ავიარეისები.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები