Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს

საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს

საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს. ხუთი გარდაცვლილიდან, პოლიციის თანამშრომელი,ოთარ ღვინიაშვილი მშობლიურ სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალეს.

ზაქრო მათიაშვილი და დავით ნასრაძე, საგარეჯოში, ხოლო ნოდო რჩეულიშვილი თბილისში. მეხუთე გარდაცვლილს, ზაზა ჩიხლაძეს, სოფელ ჩაილურში, ხუთშაბათს გადაასვენებენ.

ახალგაზრდების დაკრძალვას ესწრებოდა პარლამენტის წევრი, საგარეჯო- გურჯაანი- სიღნაღი- დედოფლისწყაროს გაერთიანებული ოლქის, მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი, თუმცა მომხდარზე, მას კომენტარი აღარ გაუკეთებია.

დაკრძალვის პარალელურად, საგარეჯოს ცენტრში, მოსახლეობაც შეიკრიბა, რომლებიც გარდაცვლილების ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადეს და პროცესიას შეუერთდნენ.

გარდაცვლილების ოჯახების ფინანსური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამაც.

შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს , 49 წლის ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა, ჯერჯერობით დაუდგენელი მოტივით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები