საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილებიდან სამი ადამიანი ამ დრომდე ჯეოჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას. როგორც კლინიკაში განაცხადეს, 2-ის მდგომარეობა სტაბილურია, 1 კი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია.
“3 ავადმყოფი განაგრძობს მკურნალობას, 2-ის მდგომარეობა სტაბილურია, ქირურგიულ პალატაში განაგრძობენ მკურნალობას. 1 პაციენტი, რომელიც არასტაბილური ჰემოდინამიკით მართვით სუნთქვაზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობდა მკურნალობდა, ამ ეტაპისთვის შედარებით დასტაბილურებულია, თუმცა რჩება ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში”, – განაცხადეს კლინიკაში.
20 იანვარს ღამით საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი. დაჭრილია 5 ადამიანი.