Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაგარეჯოში მოკლული პოლიციელი ოთარ ღვინიაშვილია

საგარეჯოში მოკლული პოლიციელი ოთარ ღვინიაშვილია

შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის – 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის  გარდაცვალების გამო  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს თანაუგრძნობს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.

თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი, ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა.

საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის  თანამშრომელი,  4 მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი”,- წერია უწყების განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და და 236-ე მუხლებით დაიწყო.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები