Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი კლინიკიდან გაეწერა, „ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში სამი...

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი კლინიკიდან გაეწერა, „ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში სამი პაციენტი რჩება

საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაჭრილებიდან ერთ-ერთი პირი „ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალიდან ბინაზე გაეწერა. როგორც კლინიკის დირექტორმა მამუკა ოთიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლო ნაკვეთი ჭრილობები, მცირე დაზიანებები, რომელსაც კლინიკაში მკურნალობა გაეწია და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით ბინაზე გაეწერა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, “ჯეოჰოსპიტალსის” საგარეჯოს ფილიალში რჩება სამი პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„კლინიკაში ღამის განმავლობაში შემოყვანილი იყო 6 პაციენტი ცეცხლნაკვეთი ჭრილობებით. მათგან ერთ-ერთი [პოლიციელი] გარდაცვლილი იყო. ერთი კი, თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკაშია გადაყვანილი. დანარჩენი ოთხი პაციენტი საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალში” აგრძელებდა მკურნალობას. ოთხიდან ერთი ამბულატორიულ მკურნალობაზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა. სამს გადაუდებელი ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა. მათგან ორის მდგომარეობა სტაბილურია. ხოლო ერთი, რომელიც კრიტიკულად მძიმე პაციენტია, ამ ეტაპისთვის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განაგრძობს მკურნალობას. მდგომარეობა კრიტიკული რჩება, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. დინამიკა ამ ეტაპისთვის უცვლელია. მას ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები აქვს მუცლის ღრუსა და ბარძაყის მიდამოებში. დანარჩენებს კი, ვისაც ოპერაცია ჩაუტარდა, ქვედა კიდურის ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები ჰქონდათ”, – განაცხადა მამუკა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები