Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულთაგან ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება

საგარეჯოში თავდასხმისას დაშავებულთაგან ერთი კვლავ მართვით სუნთქვაზე რჩება

საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის, ექიმ მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, საგარეჯოში დაჭრილი ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორი პაციენტის გაწერა უახლოეს დღეებში იგეგმება.

„ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას, დამაკმაყოფილებელია, ხოლო კიდევ ერთის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია, კვლავ რჩება მძიმე, პაციენტი არის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე ფასდება მძიმედ და რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტის გაწერა, რომლებიც ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას, უახლოეს დღეებში იგეგმება“, – განაცხადა ექიმმა.

საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსიდან უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, სროლის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, ხოლო დაჭრილია ხუთი პირი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის მისვლისთანავე ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები