Wednesday, March 29, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკასაგარეო საქმეთა სამინისტრო - ხალხის გვერდით დგას

საგარეო საქმეთა სამინისტრო – ხალხის გვერდით დგას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია რუსეთში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების აშკარა დარღვევაა. ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო უწყება სოციალურ ქსელში უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის გასვლას.

“დღეს ერთი წელი სრულდება, რაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების აშკარა დარღვევით. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას”, – წერს უწყება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 22-23 თებერვალს დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეაში მონაწილეობდა.

დღეს, 24 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრებიან უკრაინაში დაგეგმილ ღონისძიებებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები