Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარიეკონომიკასაქართველოში ბოლო ორ თვეში 364 რუსული და ბელარუსული ბიზნესი უკვე რეგისტრირებულია

საქართველოში ბოლო ორ თვეში 364 რუსული და ბელარუსული ბიზნესი უკვე რეგისტრირებულია

ბოლო ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, ქვეყანაში სულ 364 რუსული და ბელარუსული სუბიექტი დარეგისტრირდა, საიდანაც 256 რუსული, ხოლო 108 ბელარუსული კომპანიაა.

ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში 6205 რუსული და ბელარუსული სუბიექტია რეგისტრირებული, აქედან 5670 რუსული, 432 ბელარუსული კომპანიაა.

ამასთან, აქტიური 1502 რუსულ-ბელარუსული სუბიექტია, საიდანაც 1408 რუსული, ხოლო 94 ბელარუსული კომპანიაა.

დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსულთან ერთად, ბელარუსული კომპანიებიც არიან.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები