სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასზე მოპოვებული პირველობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა – ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, მორიგ მნიშვნელოვან წარმატებას ამჯერად მადრიდში მიაღწია, მან მსოფლიო თასზე პირველი ადგილი აიღო.
ბაზაძემ მსოფლიო თასის შეჯიბრში, ყველა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ის მსოფლიო მასშტაბით, სამ საუკეთესო მოფარიკავეს შორისაა.