Saturday, December 9, 2023
spot_img
მთავარისამართალისანიკიძის დაჭრასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

სანიკიძის დაჭრასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს

მომღერალი და რეალითი შოუს ყოფილი მონაწილე , კოსტა სანიკიძე დღეს დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით დაზიანებები მუცლის არეში მიაყენეს. კლინიკა “ჰელსიკორში” მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.

“კოსტას სახლის ეზოში მოხდა. ეს ტიპი სახლში რომ შევიდა, მაგ დროს მოხდა ის, რომ სახლიდან ვეღარ გაიქცა. მუცლის არეშია დაჭერილი, 4 ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც ქირურგმა გვითხრა, დაკარგული აქვს 2 ლიტრი სისხლი. ფილტვებზე აქვს კიდევ რაღაც პრობლემა. სტაბილურად მძიმე სიტუაციაა,” – აცხადებს კოსტა სანიკიძის მეგობარი სალომე ბარათაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირია დაკავებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები