Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოსანქცირებული 15 რუსი ოლიგარქის ქონება ესპანეთში აღმოაჩინეს

სანქცირებული 15 რუსი ოლიგარქის ქონება ესპანეთში აღმოაჩინეს

ესპანეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ სანქცირებული 15 რუსი ოლიგარქის ქონება აღმოაჩინა, მათ შორის, სახლები, კომპანიები და მინიმუმ ერთი იახტა. ესპანეთის ნოტარიუსთა გენერალური საბჭოს ფულის გათეთრების აღკვეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, მარიანო გარსია ფრესნომ უთხრა, რომ აქტივები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერლს არის აღმოჩენილი, როცა ოლიგარქები ცდილობდნენ ზოგიერთ კომპანიაში საკუთარი წილების გადაცემას ნათესავებისა და პარტნიორებისთვის.

ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფი 15 პირის გარდა, აღმოჩენილია მათთან, ან მათი ოჯახის წევრებთან კავშირის მქონე 105 პირი. კონკრეტულ გვარებს ესპანელი იურისტი არ ასახელებს და მხოლოდ იმას ამბობს, რომ მათ შორის არიან როგორც ძალიან, ასევე, ნაკლებად ცნობილი პირები.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა ათეულობით რუს პოლიტიკოსი დაასანქცირა, სამხედრო მაღალჩინოსანს და ბიზნესმენს. ამასთან, აღსრულების პროცესი სირთულეებს აწყდება უძრავი ქონების, საბანკო ანგარიშების და იახტების რეალური მფლობელების იდენტიფიცირებისას, რადგან სანქცირებულთა ბევრი ქონება სხვის სახელზეა გაფორმებული.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას სამართლებრივი დევნისთვის მათ წინააღმდეგ, ვინც სანქციებისთვის თავის არიდებას, საკუთარი ქონების ოჯახის წევრებისთვის გადაფორმებით ცდილობს. ესპანეთის ნოტარიუსთა გენერალური საბჭოს ფულის გათეთრების აღკვეთის განყოფილების ხელმძღვანელის, მარიანო გარსია ფრესნოს ინფორმაციით, ესპანეთში 2004 წლიდან დარეგისტრირებული ტრანზაქციებიდან 1000-ზე მეტი პირის შემოწმებით დადგინდა, რომ სანქცირებულ ოლიგარქებს სულ მცირე 10 ესპანურ და 13 უცხოურ კომპანიაში ჰქონდათ წილი.შესაბამისი ინფორმაცია გადაეცა ესპანეთის ფინანსთა სამინისტროს და ფინანსური დაზვერვის სამსახურს.

აპრილის ბოლოს, ესპანეთის მთავრობაში დაადასტურეს, რომ გაყინულია სანქცირებულთა სიაში მყოფ 5 პირთან დაკავშირებული 12 საბანკო ანგარიში და დაყადაღებულია 3 იახტა და უძრავი ქონების 23 ობიექტი. ფრესნოს თანახმად, რუს ოლიგარქებთან კავშირის მქონე კომპანიები ესპანეთში ფლობენ უძრავი ქონების 35-მდე ობიექტს და საბანკო ანგარიშებსა და წილებს ესპანეთის და ევროპის სხვა ქვეყნების კომპანიებში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები