ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, არ დაფიქსირებულა არც ერთი ფაქტი, როცა საქართველო გამოყენებულია როგორც სანქციის თავის არიდების გზა და ეს არც მომავალში მოხდება, რისთვისაც მჭიდროდ თანამშრომლობენ აშშ-სა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან.
კაკაურიძე ამბობს, რომ ყველა პროდუქტი, რაც სანქცირებულთა სიაშია, კონტროლდება.
არც ერთი პროდუქტზე, რომელიც განსაზღვრულია როგორ ორმაგი დანიშნულების რუსეთის მიმართულებით ნებართვა არ გაცემულა, არ წასულა რუსეთის ტერიტორიაზე. მსგავს პროდუქტებს საქართველოს კანონმდებლობით სჭირდებათ ნებართვა და მსგავსი ნებართვა რუსეთის მიმართულებით არ გაცემულა. ო’ბრაიენი ხედავს რისკებს, რომელიც არსებობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს საზღვარი რუსეთთან, არიან მეზობელი ქვეყნები, რომლებიც არიან რუსეთთან ერთი კავშირის წევრები და ეს რა თქმა უნდა, რისკებს ზრდის. თუმცა, მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რომ არ მოხდეს არც საქართველოს, არც კომპანიების, არც ტრანზიტული კომპანიების მიერ გვერდის ავლა სანქციების, ყველა პროდუქტი, რომელიც მოყოლილია სანქციების ქვეშ, მოწმდება განსაკუთრებულ რეჟიმში.
ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც არის სანქცირებულ პროდუქტთა ნუსხაში, იქნება ეს ელექტროსაქონელი თუ საწერი კალამი, თუ სხვა პროდუქტი ყველაფერი კონტროლდება. გასულ წელს ელექტროსაქონლის დიდი ნაწილი არ იყო განსაზღვრული როგორც სანქცირებული პროდუქტი, ამიტომ მისი ტრანზიტი არ შეგვიფერხებია გასულ წელს, თუმცა, წელს როცა სანქცირებულ პროდუქტთა სიას დაემატა ელექტროსაქონელი და მისი გარკვეული ნაწილი, როგორც ტრანზიტი, ასევე მისი ექსპორტი კონტროლდება და საქართველოს გავლით ვერ ხდება“, – განაცხადა კაკაურიძემ.