Thursday, June 8, 2023
spot_img
მთავარისამართალისაქალაქო სასამართლოში ჰეროინის საქმეზე დაკავებული პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ჰეროინის საქმეზე დაკავებული პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ჰეროინის საქმეზე დაკავებული პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ადვოკატი ირანის მოქალაქისთვის, რომლის სატვირთოდანაც 80 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს, გირაოს შეფარდებას ითხოვს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

“რა თქმა უნდა, შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ბრალს არ აღიარებს, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. არ იცოდა ნარკოტიკების შესახებ, მძღოლის ფუნქციას ასრულებდა,” – ამბობს ადვოკატი.

პროკურორი კი პატიმრობას ითხოვს. ვახტანგ ცალუღელაშვილი ამბობს, რომ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები დაკავებულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დასადგენად.

“ვინც არის დაკავებული, თვითონ ამ ადამიანმა, ირანის მოქალაქემ აღნიშნული ავტომანქანა სასომხეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანა და აპირებდა, ბათუმის პორტის გავლით დაეტვირთა ბორანზე ეს მანქანა და ავტომანქანა გაემგზავრებოდა  მიმართულებით,” – აცხადებს პროკურორი.

 

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები