Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთები ანონსის დადებამდე გაიყიდა

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთები ანონსის დადებამდე გაიყიდა

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა ნაადრევად, ანონსის დადების გარეშე დაიწყო რამდენიმე საათის წინ. ინფორმაცია ამის შესახებ გავრცელდა სოციალური ქსელების საშუალებით და გულშემატკივართა ნაწილმა ბილეთების ყიდვა შეძლო.

საუბარია “ევრო 2024”-ის ფარგლებში ეროვნულ ნაკრებებს შორის 8 სექტემბერს თბილისში, “დინამო არენაზე” გასამართ მატჩზე. ბილეთები გასაყიდად გამოიტანა TKT.ge-მ, რომელთანაც “საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია” თანამშრომლობს.

“ჩვენი პრობლემა იყო, ახლა განცხადებას დავდებთ ძალიან მალე”, – ამბობს TKT.ge-ის დირექტორი გიორგი ჩუმაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს.

ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მათი მითითების შემდეგ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს მათი მხრიდან ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

“რამდენიმე ბილეთია გაყიდული. ამ ადამიანებს ნაყიდი ბილეთები შეუნარჩუნდებათ, დანარჩენი ბილეთების გაყიდვაზე ჩვენ გავავრცელებთ ინფორმაციას… დაახლოებით 100-მდე ბილეთი გაყიდულია”, – აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.

საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების ყიდვა ამ დროისთვის 17:10 საათი შეუძლებელია, შესაძენად საჭირო ბმული აღარ იძებნება TKT.ge-ზე.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები