Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს

საქართველოს სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს სკოლებში 6 311 უსტატუსო მასწავლებელი მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საათობრივი დატვირთვა ამ ეტაპზე სულ 55 565 პედაგოგს აქვს, რომელთა განაწილება სტატუსების მიხედვით ასეთია: მენტორი 299; წამყვანი – 7 748; უფროსი 38 041; პრაქტიკოსი – 2 601.(არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებელი 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსს); მაძიებელი – 565.

უსტატუსოა მასწავლებელი, რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში არაა ჩართული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დროებითი ხელშეკრულების საფუძველზეა დასაქმებული.

 

 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები