Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოსაქართველოს ადგილი, ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვის, არის ევროკავშირში, რადგან ევროპულ ოჯახს...

საქართველოს ადგილი, ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვის, არის ევროკავშირში, რადგან ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან ლუსიან აურესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ რუმინეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია. ვთვლით, რომ საქართველოს ადგილი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის, არის ევროკავშირში, რადგან ისინი ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან.

„ვფიქრობ, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სამივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროცესის დასასრული არ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი მხოლოდ დასაწყისია და ამ ქვეყნებს სჭირდებათ გზამკვლევი რეფორმებისთვის. ამის შემდეგ პროცესში ჩართული თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია ამ გზის გაგრძელდება. ჩვენ, რუმინეთი, მზად ვართ, ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. ვფიქრობთ, გადაწყვეტილებები საჭიროა და ეს იმპულსი არ უნდა დაიკარგოს. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული. ამის შემდეგ ამ ქვეყნებზე იქნება პასუხისმგებლობა, გააგრძელონ გზა ამ მნიშვნელოვან გზაზე და ჩვენ იქ ვიქნებით, მათ გვერდით, რომ მხარი დავუჭიროთ “, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები