საქართველოს ბანკი წმინდა მოგებით პირველ ადგილზეა. ბანკმა იანვარ-აპრილის პერიოდი (4 თვე) ₾ 357,2 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.
ბანკი ბაზარზე კაპიტალზე უკუგებით პირველ ადგილზეა. მიმდინარე წელს ბანკის კაპიტალზე უკუგების (ROE) კოეფიციენტმა 33% შეადგინა, მაშინ როდესაც ქვეყანაში არსებული ბანკების ROE 25.6%-ს შეადგენს.