Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მომატება ბუნებაში, განსაკუთრებით, ტყეებში, ხანძრების გაჩენის ხელშემწყობი პირობაა.

სააგენტო ხალხს მოუწოდებს, ბუნებაში გასვლისას მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ და რეგულაციები დაიცვან.

მათი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გახსოვდეთ, კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ ბუნებრივი კატასტროფების რისკი მნიშვნელოვნად გაზარდა და ამ ფონზე, ადამიანების დაუდევრობა კიდევ უფრო სავალალო შედეგების მომტანი ხდება.

„დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, ბუნებაში გასვლისას გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება: არ დაანთოთ კოცონი არსად, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა (საცეცხლურები);

ტერიტორიის დატოვებამდე დარწმუნდით, რომ ცეცხლი ჩამქრალია;

არ გადააგდოთ სიგარეტის ნამწვი;

რ დააბინძუროთ ბუნება, განსაკუთრებით, თუნუქისა და მინის ქილებით;

გაუფრთხილდით გარემოს“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები