ზურიკო დავითაშვილი: “რა თქმა უნდა, მეტოქე არ იყო ისეთი დონის, როგორებიც ნორვეგია და ესპანეთი იყო, მაგრამ კარგია, რომ რთული პერიოდის შემდეგ თამაში მოვიგეთ. ახლა კვიპროსთან ოფიციალური მატჩისთვის დავიწყებთ
მზადებას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კარგი თამაშით კიდევ ერთხელ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი. მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს სტადიონზე მობრძანებისთვის. დიდი მუხტი იგრძნობოდა და გელოდებით კვიპროსთან მატჩზე”.
ლუკა ლოჩოშვილი: “სასიხარულოა დამაჯერებელი გამარჯვება, რაც ძალიან გვჭირდებოდა და მომავალში დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა სარეკორდო ანგარიშით გამარჯვება. ბედნიერი ვარ პირველი სანაკრებო გოლით. დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრი იქნება და ნაკრებში გატანილი თითოეული გოლი ორმაგად სასიხარულოა”.