Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს ფოსტა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას განაგრძობს

საქართველოს ფოსტა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას განაგრძობს

საქართველოს ფოსტის განცხადებით, 28 თებერვლიდან 1-ლ მაისამდე, მოქმედი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა სერვისცენტრებიდან ფიზიკური პირების მიერ ჰუმანიტარული ამანათების გაგზავნას, უკრაინის მიმართულებით გაიგზავნა 30 ტონამდე ამანათი.

“ფიზიკურ პირებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაგზავნონ ჰუმანიტარული გზავნილები უკრაინის მიმართულებით, მხოლოდ ნაცვლად საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებისა, მიმართონ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით არსებულ შემკრებ პუნქტებს. ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთს საქართველოს ფოსტა გააგზავნის უკრაინის მიმართულებით”,- ნათქვამია განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები