Monday, September 25, 2023
spot_img
მთავარიმთავარიროდემდე შენარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა?

როდემდე შენარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა?

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 19 აგვისტომდე შენარჩუნდება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, შესაძლებელია 16-17 აგვისტოს მცირე წვიმა იყოს, მაგრამ ის არ იმოქმედებს ჰაერის მაქსიმალურ ტემპერატურაზე.

„შედარებით მაღალი ტემპერატურაა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც 14 აგვისტოს ჩათვლით, 34-დან 39 გრადუსამდე ტემპერატურა ნარჩუნდება. 15-16 აგვისტოდან სიცხე შენარჩუნდება, მაგრამ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 1-3 გრადუსით დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მერყეობს, შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასები მოქმედებს, მაგრამ სინოტივე ქმნის შეგრძნებას, რომ დაახლოებით 38 – 40 გრადუსია. ასეთი ვითარება ნარჩუნდება 19 აგვისტომდე. 19 აგვისტომდე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურის კლება მოსალოდნელი არ არის.

დედაქალაქში უმეტესად უნალექო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. მესამე დღეა, რაც მაქსიმალური ტემპერატურა – 39 გრადუსი ფიქსირდება, რასაც ვინარჩუნებთ მომდევნო დღეებში. 12-დან 14 აგვისტომდე შესაძლოა, 40 გრადუსი დაფიქსირდეს.

მომავალი კვირის პირველ ნახევარში მაინც მაღალი ტემპერატურა იქნება. შესაძლებელია 16-17 აგვისტოს მცირე წვიმა იყოს, მაგრამ არ იმოქმედებს მაქსიმალურ ტემპერატურაზე, მგრძნობელობა მაღალი იქნება“ – აღნიშნა დოდო გვაზავამ.

RELATED ARTICLES

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები