Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოში მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში მომდევნო დღეებში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან აღმოსავლეთ, ხოლო 7 თებერვლიდან დასავლეთ საქართველოში 8 თებერვლის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა”, – აღნიშნავს გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები