„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. 2 კილოგრამამდე არადეკლარირებული ძვირფასეულობა მოქალაქეს საკვები პროდუქტების შეფუთვებში ჰქონდა დამალული.
ამოღებული ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულება 164 000 ლარს აღემატება. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.