სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები არასათანადო სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას აპროტესტებენ.
დღეს, 13:00-ზე 1 500-მდე თანამშრომელი სასწრაფო დახმარების ცენტრთან აქციას გამართავს.
ბოლო 1 თვეა პანდემიისთვის გათვალისწინებული დანამატები მოეხსნათ და ხელფასი თითქმის გაუნახევრდათ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ანაზღაურება სამუშაოს დატვირთვასა და გრაფიკს არ შეესაბამება. ცენტრის მთავარი ექიმის მაია ნაკაშიძის ინფორმაციით, თანამშრომლები 2 კვირის განმავლობაში ხელმძღვანელებსა არაერთხელ შეხვდნენ და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება დათქმულ ვადებში არ მომხდარა.
„პანდემიასთან 2-წლიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენ ხელფასი შეგვიმცირდა და მოგვეხსნა დანამატი რაც აკომპენსირებდა ჩვენს შემოსავალს. 2-კვირიანი მოლაპარაკება გვქონდა, 4-ჯერ გვქონდა შეხვედრა ჩვენს ხელმძღვანელებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან, თუმცა კონკრეტული პასუხი დათქმულ ვადაში არ მიგვიღია“. – განაცხადა ექიმმა მაია ნაკაშიძემ და დასძინა, რომ მათი საქმე დიდ დატვირთვასთან და ჯანმრთელობისთვის რისკებთანაა კავშირში და ახლა პროტესტის გარდა სხვა გზა არ დარჩათ. „ომის დროს და მშვიდობიან პერიოდში ვართ სამსახური რომელიც დღე და ღამე 365 დღე ვმუშაობთ. ჩვენი მუშაობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული: ჩვენ ვიტვირთებით გონებრივად, ფიზიკურად ემოციურად. ჩვენ აღარ დაგვრჩა სხვა გზა გარდა აქციებისა. მივმართავთ სამინისტროს, მინისტრს მთავრობას, ყველას ვისაც ეხება და შეუძლია ამის მოგვარება რომ გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა, გაეცნონ ჩვენს სიტუაციას და ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები დააკმაყოფილონ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეღავათი და ძალიან ვთხოვთ, რომ ჩვენი სამართლიანი მოთხოვნა დააკმაყოფილონ“. – განაცხადა სასწრაფოს მთავარმა ექიმმა, მაია ნაკაშიძემ
თანამშრომლები აქციების გაგრძელდებას მოთხოვნები შესრულდებამდე გეგმავან, სანამ სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები ღირსეულ ანაზღაურებას და ადეკვატურ სამუშაო პირობებს არ მიიღებენ.